weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიციამ „ალტ ინფოს“ აქციაზე 17 პირი დააკავა

19:23 შაბათი, 02 ივლისი 2022

თბილისში, მთაწმინდის ტერიტორიაზე პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ მიერ ორგანიზებული შეკრების კიდევ 17 მონაწილე დააკავეს. ისინი მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებას - „პრაიდ ფესტივალს“ აპროტესტებდნენ, რომელიც დახურულ სივრცეში იმართება და მის ჩაშლას შეეცადნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ძალადობრივი მოძრაობის წევრებმა და მხარდამჭერებმა მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიიდან პარალემნტის წინ გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს.

„ძნელია აქ, ხეობაში. ვიწრო რაღაც გასასვლელია და ვერ გავივლით. სხვა გზა არ არის: ან აქ ვდგავართ ან მივდივართ რუსთაველზე და ვდგავართ იქ მთელი დღე, რათა იქ მაინც ვერ ჩამოიარონ“, – განაცხადა „ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა მარტინენკომ.

გვიან ღამით, მთაწმინდის ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული წესით 26 პირი დააკავეს, მათ შორის „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ ლიდერები - ზურაბ მახრაძე და ირაკლი მარტინენკო.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]