weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„12 ნაბიჯი EU-ის კანდიდატობისთვის“ – არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმა

11:51 ორშაბათი, 04 ივლისი 2022

22-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

„სამოქმედო გეგმა შეიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმების აბსოლუტურ მინიმუმს, რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, გეგმა შეიძლება ადვილად განხორციელდეს 2022 წლის ბოლომდე.

ევროკომისიის მეშვიდე რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც მედიას ეხება, არასამთავრობო ორგანიზაციების გეგმაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს კრიტიკული მედია საშუალებების მიმართ მიმდინარე გამოძიებები და სასამართლო პროცესები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებად არის მიჩნეული.

„ხელისუფლების ნების დემონსტრირება შეიძლება იყოს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორისა და დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლება. არსებობს რამდენიმე სამართლებრივი გზა, რათა აღსრულდეს ეს ნება, მათ შორის პრეზიდენტის შეწყალება“, – აღნიშნულია სამოქმედო გეგმაში.

დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ყველა 12 რეკომენდაციის შესრულებამ ავტომატურად უნდა გამოიწვიოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ოლიგარქიული გავლენის შემცირება.

სამოქმედო გეგმა დაწვრილებით იხილით ქვემოთ:

სამოქმედო გეგმაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: ხელმომწერი ორგანიზაციები: ღია საზოგადოების ფონდი, დემოკრატიის ინდექსი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ლიბერალური აკადემია თბილისი, მედიაომბუდსმენი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სასამართლოს გუშაგი, საფარი, სამოქალაქო იდეა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, სატელევიზიო ქსელი, საქართველოს ჟურნალისტური, ეთიკის ქარტია, უფლებები საქართველო, მედიის განვითარების ფონდი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]