weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„თბილისი პრაიდის“ ოფისის ეპიზოდზე ბრალდებულებს დევნა და ძალადობა არ დაუმტკიცდათ

17:04 ორშაბათი, 04 ივლისი 2022

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისა და დარბევის საქმეზე სამივე ბრალდებული – ალიკა ალაზოვი, გიორგი ელისბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი ნაწილობრივ გაამართლა.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. კერძოდ, პროკურატურა ალაზოვს, ელისბარაშვილსა და ოძელაშვილს ჯგუფურად, ძალადობით და ძალადობის მუქარით მფლობელობაში უკანონოდ შესვლას, დევნას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ისინი მხოლოდ „თბილისი პრაიდის“ ოფისში უკანონოდ შეჭრისთვის ცნო დამნაშავედ.

ადვოკატმა შორენა კობიძემ მოსამართლე მგელიაშვილის გადაწყვეტილებას „ისტორიული, დამოუკიდებელი, თამამი და სამართლიანი“ უწოდა.

„აღნიშნული საქმის ფარგლებში მან გაამართლა სამივე ბრალდებული ორი მუხლით 225-ე ეს არის ორგანიზებული ძალადობა და 156-ე – დევნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 156-ე მუხლი ყველა წინა საქმეზე არცერთმა მოსამართლემ არ მოხსნა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მოსამართლის მხრიდან მიღებულ ძალიან თამამ და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებაზე. მოსამართლე დაგვეთანხმა, რომ ბრალდების მხარეს არ ჰქონდა მტკიცებულებები და გაიზიარა ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ადვოკატმა.

ალიკა ალაზოვი, გიორგი ელისბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი წინასწარ პატიმრობაში თითქმის ექვსი თვე იმყოფებოდნენ. ამავე მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკემბრის ბოლოს, მათ პატიმრობა 5000-5000 ლარის ოდენობით გირაოთი შეეცვალათ.

ერთი წლის წინ, 5 ივლისს, თბილისში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს და სხვადასხვა ჰომოფობიური ჯგუფის, მათ შორის, „ალტ ინფოს“ მოწოდებით, რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ე.წ. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ, რომელიც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებს ამ დღეს უნდა გაემართათ. აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ ოფისი. 50-ზე მეტ ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და დააზიანეს ტექნიკაც. რამდენიმე ჟურნალისტს გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ერთ-ერთი დაშავებული ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]