weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსის 2570 ახალი შემთხვევა დადასტურდა

13:17 სამშაბათი, 05 ივლისი 2022
ფოტოზე: ამირან გამყრელიძე ფოტოზე: ამირან გამყრელიძე

27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2570 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ამ მონაცემების მიხედვით, დღეში საშუალოდ 367 ადამიანი ინფიცირდება.

ერთ კვირის განმავლობაში კორონავირუსზე სულ 63 443 ტესტი ჩატარედა. შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 4.05%-ს შეადგენს.

27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, კორონავირუსისგან 1103 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ძირითადად კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტი ცირკულირებს.

„მისი BA1 da BA2 შტამი თითქმის ჩაანაცვლა BA4-მა და BA5-მა შტამებმა, რომლებიც უფრო იოლი გადამდებლობით ხასიათდება, მაგრამ უფრო აგრესიული არ არის. BA4-სა და BA5-ზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი, ვინც ორჯერაა აცრილი, იყოს ბუსტერიზებული, ხოლო ვისაც პირველი ბუსტერი აქვს გაკეთებული, გაიკეთოს მეორე ბუსტერი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

2020 წლის თებერვლიდან საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 662 299 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 1 643 579 ადამიანი გამოჯანმრთელდა (99%), ხოლო 16 844 გარდაიცვალა (1%).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]