weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახალხო დამცველმა „ალტ ინფოს“ პარტიის აკრძალვაზე კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა

15:08 სამშაბათი, 05 ივლისი 2022

პრორუსული და ძალადობრივი პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ აკრძალვის მოთხოვნით, კონსტიტუციური სარჩელი მომზადდა. საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, „ალტ ინფოს“ მრავალი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას.

სახალხო დამცველის შეფასებით, 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ამსახველი საჯარო ვიდეომასალები თავისუფლად აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რათა თუნდაც „ალტ ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის და პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ მახარაძის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.

„თუმცა, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია. დევნა არ დაიწყო არც სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ, რომელიც ასობით ადამიანს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა. ამ დროისთვის, 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად ცნობილია 53 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 27 პირის მიმართ დაიწყო“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ სარჩელის პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილების მქონე რამდენიმე სუბიექტს წარუდგინა და „იმედს იტოვებს, რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება“.

„ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობა“ საჯარო რეესტრმა პოლიტიკურ პარტიად 2021 წლის დეკემბერში დაარეგისტრირა.

 

ამ თემაზე:

როგორ ივსება „ალტ-ინფოს” პარტიის ყულაბა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]