სახალხო დამცველის შეფასებით, 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ამსახველი საჯარო ვიდეომასალები თავისუფლად აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რათა თუნდაც „ალტ ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის და პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ მახარაძის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.
„თუმცა, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია. დევნა არ დაიწყო არც სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ, რომელიც ასობით ადამიანს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა. ამ დროისთვის, 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად ცნობილია 53 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 27 პირის მიმართ დაიწყო“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ სარჩელის პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილების მქონე რამდენიმე სუბიექტს წარუდგინა და „იმედს იტოვებს, რომ მათ მიერ მოხდება სამართალწარმოების ინიცირება“.
„ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობა“ საჯარო რეესტრმა პოლიტიკურ პარტიად 2021 წლის დეკემბერში დაარეგისტრირა.
ამ თემაზე: