weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

საგამოძიებო სამსახური: მედდამ თანხის სანაცვლოდ ათობით პირი აცრილებად დაარეგისტრირა

15:38 სამშაბათი, 05 ივლისი 2022

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელოში დააკავეს ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც თანხის სანაცვლოდ, მოქალაქეებს იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში ვაქცინირებულ პირებად არეგისტრირებდა.

როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, ამ დროისთვის, დანაშაულში 15 მოქალაქეა მხილდებული, რომლებიც „300 ლარამდე გადახდის სანაცვლოდ, დარღვევით დარეგისტრირდნენ როგორც ვაქცინირებული პირები“.

„წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათეულობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე და 221-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]