აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სოფელ ზემო კაჭრეთში მოეწყო სავარჯიშო სივრცე და დამონტაჟდა ტრენაჟორები.
„მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სავარჯიშო და საბავშვო სივრცეების მოწყობა. სამუშაოები სოფლებში - ზემო კაჭრეთში, კაჭრეთში, ვაჩნაძიანსა და ნანიანში უკვე დასრულებულია, რამდენიმე სოფელში და ქალაქ გურჯაანში კი აქტიურად მიმდინარეობს. ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ვგეგმავთ, რომ თითოეულ სოფელში იყოს ასეთი სივრცე." - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელს სავარჯიშო, ზოგან კი საბავშვო მოედნებს 11 სოფელში და ქალაქ გურჯაანში ოთხ ადგილზე მოაწყობს. პროექტებისთვის, ჯამში, 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია