weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საბერძნეთში დააკავეს კრიმინალური ჯგუფი, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდი კაკო ბილანიშვილი

15:34 ოთხშაბათი, 06 ივლისი 2022

ბერძნული მედია ათენის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ საბერძნეთში კრიმინალური ჯგუფის 13 წევრი დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს 12 მოქალაქეა. მედიის ცნობით, 13-კაციანი ჯგუფის ლიდერი ე.წ. კანონიერი ქურდი, კაკო (აკაკი) ბილანიშვილი იყო.

დაკავებულებს ატიკაში 47 სახლის გაქურდვას ედავებიან, ნაქურდალის ოდენობა კი 434 000 ევროს აჭარბებს. მედიის ინფორმაციით, ქურდობის შემდეგ, ბოროტმოქმედები პატივისცემის ნიშნად და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, ბილანიშვილს თანხას და ნაქურდალ ძვირფას ნივთებს სთავაზობდნენ.

სამართალდამცავებმა საცხოვრებელ სახლებსა და მაღაზიებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად იარაღი, სახლებში შესაღწევად საჭირო იარაღები, ძვირფასეულობა და ფულადი თანხა ამოიღეს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, დაკავებულების დანაშაულებრივი საქმიანობის სრული მასშტაბების დასადგენად გამოძიება გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]