გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ბრალდებულს შელაპარაკება მოუვიდა 58 წლის ცოლთან და ბლაგვი საგნით, თავის არეში დაზიანება მიაყენა.
„მიყენებული დაზიანების შედეგად, ლ.ზ. ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული“, – აცხადებენ შსს-ში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.