weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შავი კლდეების ტბის ბილიკზე მზის ფოტოელექტრული სისტემები დამონტაჟდა

13:39 შაბათი, 16 სექტემბერი 2017
შავი კლდეების ტბის ბილიკზე მზის ფოტოელექტრული სისტემები დამონტაჟდა © Green Zebra • მწვანე ზებრა

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, ე.წ. დემიდოვის ბინაზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე და ტურისტულ თავშესაფარ „მეტეოში“, ზღვის დონიდან 1850 მეტრზე მზის ფოტოელექტრული სისტემები დამონტაჟა.

შავი კლდეების ტბის ბილიკის სიგრძე 42 კილომეტრია; მარშრუტის ტიპი – საფეხმავლო ან საცხენოსნოა და მის გავლას 3 დღე და 2 ღამე სჭირდება. სამოგზაურო პერიოდი ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით არის. ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარე შავი კლდეების ტბას წელს უკვე 2000–მდე ვიზიტორი ესტუმრა.

„ეს ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ბილიკია კავკასიაში. ფაქტობრივად ხელუხლებელ ბუნებაში გადის, ზემოდან ალაზნის ხედი იშლება და ამის გვირგვინია შავი კლდეების ტბა. ნახევარი საქართველოს საზღვრებშია, მეორე ნახევარი დაღესტნის მხარეს. ამ ბილიკზე თავისუფლად არის შესაძლებელი გარეული ცხოველების ნახვა, მათ შორის აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის, არჩვის, ირმის. ასევე, ფრინველების – როჭო, კავკასიური შურთხი, ბატკანძერი და სხვადასხვა არწივები. ირმის მყვირალობისთვის ეს ბილიკი ძალიან მოთხოვნადია და ტურებით დატვირთული. ირმის მყვირალობა ოქტომბრიდან იწყება.

ვიზიტორებს განსაკუთრებით მეორე, მესამე დღეს ჰქონდათ ხოლმე პრობლემა. სამეცნიერო ჯგუფებიც ხშირად მუშაობენ ამ მიმართულებით. ველზე სამუშაოდ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ელექტროხელსაწყოები. დასამუხტად მათ ქვემოთ ჩამოსვლა და მერე უკან დაბრუნება უწევდათ. ახლა უკვე შესაძლებელია იქვე, ტურისტულ თავშესაფრებში დამუხტონ ელექტროხელსაწყოები, კოტეჯებიც განათდა“, – ამბობს გიორგი სულამანიძე, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი.

შავი კლდეების ტბის ბილიკზე ორი ტურისტული თავშესაფარია: „მეტეო“ – ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზე და ე.წ. დემიდოვის ბინა – ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. ორივე თავშესაფარში მზის ფოტოელექტრული სისტემები საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით დამონტაჟდა.

„პროექტის მიზანი იყო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს 42 ტურისტული ბილიკის საფეხმავლო გზის გაწმენდას მოტეხილი ტოტებისგან, ბილიკის მონიშვნას, მარკირებას. ამავე პროექტის ფარგლებში თავშესაფარი „მეტეო“ აღიჭურვა 16 ორთოპედიული მატრასით, რაც ღამის კომფორტულად გათევის საშუალებას იძლევა. „დემიდოვის ბინასთან“ მოეწყო მეხამრიდი. იქ ტყე არ არის და აუცილებელი იყო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე. ეს პრობლემაც გადაჭრილია“, – აღნიშნავს გიორგი სულამანიძე.

ტურისტულ თავშესაფრებში ღამის გათევა 20 ლარი ღირს. სულ 16 ადგილია. შესაძლებელია კარვებით სარგებლობაც. ელექტრომოწყობილობების დამუხტვა ყველა ვიზიტორისთვის უფასოა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]