weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ევროპარლამენტარები ძალიან უსამართლოდ მოგვექცნენ და ბოდიში აქვთ მოსახდელი – მეუფე იაკობი

15:19 სამშაბათი, 12 ივლისი 2022

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განცხადა, რომ ევროპაზე გულნატკენია. მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში ევროპა სამარცხვინოდ და მოღალატეობრივად მოიქცა.

დღეს, ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს მეუფე იაკობმა ის ევროპარლამენტარები გააკრიტიკა, რომლებმაც 9 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღეს.

„ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა. ევროპარლამენტზე ვიძახი და ევროპარლამენტიდან წავიდა მერე ეს ყველაფერი, რაც წავიდა. ევროპა რომ მართალი იყოს ჩვენთან მიმართებაში, ახლა, როდესაც უარს ამბობენ საპარლამენტო დებატებზე, გამოვიდოდა ის 308 ღრმადპატივცემული დეპუტატი და იქიდან 10 მაინც იტყოდა, იქნებ ერთად დაჯდეთ და დავაწყნაროთ სიტუაციაო.

ჩემი გადმოსახედიდან, მიღება არ უნდოდათ. უკრაინის გარდა, არავის მიღება არ უნდოდათ. ჩვენთან უბრალოდ ეს თემა პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად გამოიყენეს ბოლომდე - ჩვენებმა თუ იმათმა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ ამერიკას საქართველოსთვის არასდროს უღალატია, თუმცა ევროპა ღალატობს ხოლმე და სულხან-საბადან დაწყებული დღემდე, ევროპისგან გადადგული წესიერი ნაბიჯი ვერ ნახა.

„ჩვენზე კარგად ევროპამ იცის რა გვჭირდება? კანონიც გვჭირდება, სასამართლოც, მაგრამ არა იმათი იმითი... ჩამონათვლით და იმით... პირველად ხომ გვითხრეს შერიგება, ერთად დაჯდომა და საუბარი? მერე ვინ არღვევს მაგას? აი, რუსული მხარე მანდ ეძებეთ და ევროპის მოწინააღმდეგეები. ყვირიან „ევროპა, ევროპა!“. მაქარაშვილია საქართველოსთვის თავდადებული ბიჭი თუ დიღმელაშვილი? გადაშალეთ რუსეთთან, „ეფესბესთან“ მაგათი ურთიერთობები, „ეფესბეს“ მილიარდებთან.

ჩვენ გვინდა ევროპისკენ იმიტომ, რომ სამართლიანი უნდა იყოს ევროპა. ჩვენ მოგვექცნენ ძალიან უსამართლოდ და ბოდიში აქვთ მოსახდელი გალერს [ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი] და ყველას“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

9 ივლისს ევროკავშირის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირის ინსტიტუტებს მიმართავდა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ დამსახურების საფუძველზე და პირობებით. აღნიშნულ რეზოლუციაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილიც არის ნახსენები. უფრო ზუსტად, ევროპარლამენტმა რეზოლუაციაში გამოთქვა შეშფოთება „იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ერთადერთი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში და იმ კონტროლის დონის გამო, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე“.

ევროპული საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილებით, საქართველომ - უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო. ევროპული საბჭო მზადაა, საქართველოსაც მიანიჭოს ეს სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა. საქართველოს პირობების შესასრულებლად ვადა წლის ბოლომდე აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]