weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

„დაშბაშის კანიონის შუშის ხიდზე არ შემიშვეს, ეტლის ბორბლები მინას აზიანებსო“

14:21 ოთხშაბათი, 13 ივლისი 2022
ფოტო: Oto Darbaiseli / Facebook ფოტო: Oto Darbaiseli / Facebook

ოთო დარბაისელი ამბობს, რომ დაშბაშის კანიონზე ახლად გახსნილ შუშის ხიდზე არ შუშვეს, რადგან ეტლით მოსარგებლეა. როგორც ის ამბობს, განუმარტეს, რომ ბორბლები მინას აზიანებს და შეიძლება „ხიდმა ვერ გაუძლოს“.

„ესეც ჩვენი დაშბაშის კანიონი. უკან ფონს რომ მილამაზებს, 120 მილიონიანი შუშის ხიდია, რომელიც ისეთი ფაქიზი და მსხვრევადი ყოფილა, თურმე, რომ შეიძლება მე და ჩემ ეტლს ვერ გაგვიძლოს. არა კი მოვიმატე წონაში, მაგრამ მგონი ასე ძალიანაც არა, რომ ხიდებმა ვერ გამიძლოს.

თურმე, რეზინის ბორბლები აზიანებს მინას. არ შემიშვეს. წესით, როცა საერთაშორი პროექტით კეთდება, ყველა ვიზიტორზე უნდა იყოს გათვლილი“, – წერს ოთო დარბაისელი Facebook-ზე.

მისივე ინფორმაციით, არც კანიონთან არსებულ ბარში დამონტაჟებული ლიფტი მუშაობს, რომლითაც ეტლით მოსარგებლეები შეძლებდნენ გადაადგილებას.

„მიმტანს რომ ვკითხე, დამონტაჟების დროს გაფუჭდაო. მერე მენეჯერმა იმით მომიმადლიერა, რომ 5 ბიჭის კუნთების იმედად ჩამიყვანეს და ამომიყვანეს, თან ბედნიერმა – ჩვენ ყველას ასე ვემსახურებითო. ყველა ესე ხელში აყვანილი დაყავთ, თუ რას ნიშნავდა, ვერ მიხვდი, სამწუხაროდ. შშმ პირების საჭიროებები არის  გათვალისწინებული, მაგრამ გამოსადეგი არა. ამხელა თანხები და წვალება წყალში იყრება“, – წერს ოთო დარბაისელი.

ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე წალკის/დაშბაშის კანიონზე 240 მეტრი სიგრძის შუშის ხიდი ერთი თვის წინ გაიხსნა. „ბრილიანტის ხიდი“ და მასთან არსებული ინფრასტრუქტურა - ბარ-რესტორანი, კოტეჯები და სასტუმრო ებრაულმა კომპანია „კასს გრუპმა“ ააშენა, რისთვისაც 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ხიდის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა.

ხიდით სარგებლობის საფასური 12 წლის ასაკს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთვის, 29 ლარია (ერთ ვიზიტორზე), ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 49 ლარი. 3 წლამდე ბავშვები უფასოდ დაიშვებიან, 3-დან 12 წლამდე ასაკისებს კი 19 (მოქალაქეები/რეზიდენტები) და 34 (უცხოელები) ლარის გადახდა უწევთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]