weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მედიის ადვოკატირების კოალიცია „უცნობის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე გამოძიებას ითხოვს

17:32 ხუთშაბათი, 14 ივლისი 2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტების საუბრის ჩანაწერის გავრცელებას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით გაფანტოს ჟურნალისტებზე სახელმწიფოს მიერ უკანონო მიყურადების შესახებ არსებული ეჭვები.

საქმე ეხება გია გაჩეჩილაძის („უცნობი“) მიერ გუშინ, 13 ივლისს, ტელეკომპანიების „მაესტროს“ და „იმედის“ ეთერით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ პროდიუსერისა და ჟურნალისტების საუბარია ჩაწერილი. ჟურნალისტები ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

„პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფუნდამენტური ასპექტია კომუნიკაციის თავისუფლება, რომელიც მოიცავს ადამიანების კომუნიკაციის ანონიმურობის დაცვას ნებისმიერი მესამე პირისგან. ამ უფლების დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პირადი და საქმიანი სივრცის ხელშეუხებლობისთვის.

ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტებს სახელმწიფო უკანონოდ უსმენს, რისი გამოძიებაც სათანადოდ არ მომხდარა. ამის დასტურია, 2021 წელს გავრცელებული ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფაილები, რომლებიც, ათეულობით ჟურნალისტის სავარაუდო უკანონო მოსმენის შინაარსს ასახავს“, – აცხადების მედიის ადვოკატირების კოალიცია.

კოალიცია აღნიშნავს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტების სავარაუდო ფარული ჩანაწერის გავრცელება ამძაფრებს ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერიც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს ეკუთვნოდეს.

მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, რომელიც „მაესტროზე“ გადაცემა „აი უცნობის“ წამყვანია, ფარული აუდიოჩანაწერის ეთერში გაშვებამდე განაცხადა, რომ ჩანაწერი ერთ-ერთი კრიტიკული მედიასაშუალების წარმომადგენელმა გუშინ დილით გადასცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]