weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯანეზაშვილი: ეს უკვე ნიშნავს აშშ-ს წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას

15:04 პარასკევი, 15 ივლისი 2022

არასამთავრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

როგორ ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, არ სჯერა, რომ განცხადება მოსამართლის დაწერილია.

„მაგრამ მისი სახელით გავრცელებული ტექსტი უკვე ნიშნავს აშშ-ს წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას, რაც ძალიან შემაშფოთებელი ამბავია“, – ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, რომელმაც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა, დღეს განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკითხა და უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

„ჩემი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი. ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა“, – ამბობს ლაშა ჩხიკვაძე.

მოსამართლემ პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდა, „თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]