weather cur horoscope tv
ივლისი 03, 2026
×

შეტყობინება

Failed loading XML...

თიბისი Art-გენი 2022-ის მხარდამჭერია

17:59 პარასკევი, 15 ივლისი 2022

თიბისი Art-გენი 2022-ის მხარდამჭერია. ყოველწლიური ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში, 15, 16, 17, და 22, 23, 24 ივლისს, პარასკევი, შაბათი-კვირის დღეებში გაიმართება.  

ფესტივალი Art-გენი 2022-ის თბილისის ტური, 15 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. 16 ივლისს, დასკვნით კონცერტს GAGA FRANI გამართავს, 17 ივლისს კი - ჯგუფი REGGAEON. 22 ივლისს, ფესტივალის მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარსდგება. 23 ივლისს, წელს, პირველად Art-გენი სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. 24 ივლისს, ფესტივალის თბილისის ტურს, „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.

ფესტივალზე, დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები.

არტ-გენი 2022-ის რეგიონული ტურნე, 9 ივლისს რუსთავში გაიხსნება და 30 ივლისს, დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება. 

თიბისი მხარს უჭერს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას და ყოველთვის დგას ისეთი პროექტების, ფესტივალების გვერდით, რომლებიც ამ მიზანს ემსახურებიან. Art-გენი კარგი შესაძლებლობაა ხელოვანებისთვის საკუთარი თავის გამოსახატად, მაყურებლისთვის კი-კულტურის გასაცნობად. 

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]