weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გახარია ქვეყნის ფორმალურ და არაფორმალურ მმართველებს დეგნანზე თავდასხმების გამო აკრიტიკებს

12:47 შაბათი, 16 ივლისი 2022

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია საქართველოს „ფორმალურ და არაფორმალურ მმართველებს“ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმის გამო აკრიტიკებს.

„მიმდინარე, განმეორებითი თავდასხმები აშშ-ს ელჩზე ღია შეტევაა საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ. ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან და სტრატეგიულ პარტნიორებს პირადი ინტერესის გამო თავს ესხმიან“, – დაწერა Twitter-ზე გახარიამ.

გიორგი გახარიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის საელჩო სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევაში დაადანაშაულა. ერთ-ერთი ვინც ამ ბრალდებას გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი იყო, რომელმაც თქვა, რომ „ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას მიესალმება“.

მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადება აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილად შეაფასეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრებმაც. თავად ელჩმა კელი დეგნანმა თქვა, რომ „ნებისმიერი ვარაუდი“ იმასთან დაკავშირებით, რომ შეერთებული შტატები საქართველოში „სასამართლო პროცესში ჩაერია, უბრალოდ არ არის მართალი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]