„რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და შესაბამისი დახმარება უტარდება. მათივე ცნობით, მეორე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. უწყებაში სხვა კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით, დაღუპულია არასრულწლოვანი.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.