weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულება 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება

17:40 ოთხშაბათი, 20 ივლისი 2022
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფოტო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფოტო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის შემოვლითი 16-კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა და განაცხადა, რომ გზა 2023 წლის ბოლოსთვის აშენებული იქნება.

ამ ეტაპზე, შემოვლითი გზის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე 3 ახალი ხიდის მშენებლობა და 368-მეტრიანი გვირაბის ბურღვა მიმდინარეობს.

„უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარდა, პროექტი მნიშვნელოვანია აბასთუმნის განვითარებისთვის. ამ გზის მშენებლობის შედეგად, აბასთუმანი-საირმეს გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი, რაც კურორტის სრული განვითარების შესაძლებლობას იძლევა.

შემოვლითი გზის მშენებლობა, გრაფიკის შესაბამისად, 2023 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო ბაღდათი-აბასთუმნის გზის 20 კმ-ზე მეტის საფარი წელს მოეწყობა.

საბოლოო ჯამში, აღნიშნული გზის მშენებლობის შედეგად, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობა, ნაცვლად 4 საათისა, 2.5 საათში იქნება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც რეგიონებს შორის კავშირის განვითარებას, ასევე ტურისტების ნაკადების ზრდას“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტი ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეკონსტრუქციის პროექტის გაგრძელებაა, რომელიც ამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე (ვალემდე). პროექტის ღირებულება 44.7 მილიონ ლარზე მეტია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]