weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

მარნეულში 20 წლის ქალის გატაცებისთვის ორი პირი დააკავეს

13:55 ხუთშაბათი, 21 ივლისი 2022

პოლიციამ მარნეულში ქალის გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან. 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ. და 1977 წელს დაბადებული რ.მ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ ფ. ო.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული რ.მ.-ც.

პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა.სამართალდამცველებმა ნ.ნ. და რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან ქალის გატაცების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 20 ივლისს, სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა. როგორც ბაირამოვა Facebook-ზე წერდა, ოჯახის წევრები გატაცებულს ორი დღე უშედეგოდ ეძებდნენ და ადგილობრივ პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ბაირამოვას მიერ ფაქტის გასაჯაროებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამართალდამცავებმა ქალი იპოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]