weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარის TV-ს საინფორმაციოს ყოფილი უფროსისთვის 80 ათასი ლარის გადახდა დაევალა

19:13 პარასკევი, 22 ივლისი 2022

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან შორენა ღლონტის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია და მაუწყებელს 80 000 ლარის გადახდა დააკისრა. აქედან 20 000 ლარი კომპენსაციაა, 60 000 ლარი კი გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განაცდურის სახით ასანაზღაურებელი თანხა, ყოველთვიურად 2500 ლარის ოდენობით.

„სასამართლომ დაახლოებით ორწლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და უკანონოდ სცნო შორენა ღლონტის სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა უარი თქვა საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე და სანაცვლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომპენსაციის გადახდა დააკისრა“, - აღნიშნეს „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“. სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა შორენა ღლონტის ინტერესებს. 

შორენა ღლონტი 2014 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა, თუმცა, 2020 წელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდგომ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გიორგი კოხრეიძის ბრძანებით, შორენა ღლონტი მაუწყებლის ვებგვერდისა და სოციალური მედიის არასაშტატო პოზიციაზე კონსულტანტად გადაიყვანეს, ხოლო მას შემდეგ, რაც მან საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან გათავისუფლების გამო სასამართლოს მიმართა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა კონსულტანტის პოზიციაზე ყოფნის შრომითი ხელშეკრულების ვადა უკანონოდ შეუმცირა და მცირე ხანში ამ პოზიციიდანაც გაათავისუფლა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, პოზიციების შეჯერების შემდგომ, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე აღდგენაზე უარს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]