weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

23:24 შაბათი, 23 ივლისი 2022

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. გადაწყვეტილება საგანგებო კომიტეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოცხადდა.

როგორც ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, ერთი თვის წინ, როდესაც კომიტეტმა საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, „მაიმუნის ყვავილი“ მსოფლიოს 47 ქვეყანაში ფიქსირდებოდა და ჯანმოს 3040 შემთხვევის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. გებრეისუსის თქმით, დღეისთვის 75 ქვეყანაში დაავადების 16 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლენილი. 5 ინფიცირებული გარდაიცვალა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, „მაიმუნის ყვავილის“ რისკი ზომიერია გლობალურად და ყველა რეგიონში გარდა ევროპული რეგიონისა, სადაც ჩვენი შეფასებით რისკი მაღალია. ასევე არსებობს შემდგომი საერთაშორისო გავრცელების რისკი. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ გვაქვს აფეთქება, რომელიც სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში გადაცემის ახალი გზების მეშვეობით“, – განაცხადა გებრეისუსმა.

მისივე თქმით, ვირუსთან გასამკლავებლად ჯანმომ შეიმუშავა რეკომენდაციები ოთხი კატეგორიის ქვეყნებისთვის, იმისდა მიხედვით, თუ რამდენი შემთხვევა აქვთ მათ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ვირუსი. ჯანმო მთავრობებს მოუწოდებს, მიიღონ კოორდინირებული ზომები მოქალაქეთა დაუცველი ჯგუფების დასაცავად და დაავადების გავრცელების შესაჩერებლად.

„ამ მომენტისთვის ეს არის აფეთქება, რომელიც კონცენტრირებულია იმ მამაკაცებს შორის, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან, განსაკუთრებით მათ შორის, რომლებსაც მრავალი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ. ეს ნიშნავს, რომ ეს არის აფეთქება, რომელიც შეიძლება შეჩერდეს სწორ ჯგუფებში სწორი სტრატეგიებით. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ქვეყანამ მჭიდროდ ითანამშრომლოს იმ მამაკაცთა თემებთან, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან, რათა შეიმუშაონ და მიაწოდონ მათ საჭირო ინფორმაცია და სერვისები და მიიღონ ზომები, რაც დაიცავს დაზარალებული თემების ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებებს და ღირსებას. სტიგმა და დისკრიმინაცია შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორც ნებისმიერი ვირუსი. იმ ინსტრუმენტებით, რაც ახლა გვაქვს, შეგვიძლია შევაჩეროთ გადაცემა და გავაკონტროლოთ ეს აფეთქება“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა მდივანმა.

პირველი სიმპტომების მიხედვით, „მაიმუნის ყვავილის“ იდენტიფიცირება საკმაოდ რთულია. ეს ისეთი სიმპტომებია, როგორებიცაა ცხელება, თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი. როგორც წესი, ტემპერატურის მომატებიდან ორ-სამ დღეში გამონაყარი ჩნდება. სიმპტომები ჩვეულებრივ ორიდან ოთხ კვირამდე გრძელდება და ამ პერიოდშია „მაიმუნის ყვავილი“ გადამდები. დაცემისთვის საჭიროა მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი. ტანსაცმელი, თეთრეული, პირსახოცები ან ისეთი საგნები, როგორიცაა ჭურჭელი, რომელსაც ინფიცირებული იყენებდა, შესაძლოა ასევე გახდეს დაავადების გადადების წყარო.

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთადერთი შემთხვევა ივნისში დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს, რომელსაც ევროპაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]