weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ქალის სახე დაკარგე, პირი მოიწმინდე“ – კობახიძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს

19:34 ორშაბათი, 25 ივლისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნატალი ჯახუტაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. კობახიძე იმ კითხვამ გააღიზიანა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას განცხადებას ეხებოდა.

„ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი მართლა, რა. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს გავხარ პირითაც. შენ ბელადს დაემსგავსე ყველაფრით. სირცხვილია!

სახე დაკარგე „ნაცმოძრაობის“ გულისთვის, სამარცხვინო. შენ ხარ არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი. „ნაცმოძრაობის“ გულისთვის დაკარგე სახე.

სახე დაკარგე, თავი დაკარგე. პოლიტიკა გიღირს ამად? ქალი აღარ ხარ, რა!“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს.

„მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დავით არახამიამ თქვა, რომ ირაკლი კობახიძე „კაგებეს“ აგენტის შვილია.

„ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი. КГБ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ დავერბოვკებული იყო და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა“, – განაცხადა უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა.

ჟურნალისტმა კობახიძეს სწორედ ამ განცხადების შეფასება სთხოვა და ჰკითხა, არის თუ არა „კაგებეს“ აგენტის შვილი.

„კაგებეშნიკი“ არის მამათქვენი. ეს შემიძლია გითხრათ... შენც ხარ დავით არახამია“, – უპასუხა კობახიძემ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]