weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში შემოტანილ ჩინური წარმოების კერამიკულ ჭურჭელში ტყვია აღმოჩნდა

18:37 ხუთშაბათი, 28 ივლისი 2022

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჰიპერმარკეტ „დომინოში“ შეძენილი თეფშების, Ambition Junior-ის გამოყნებისგან. ამ გაფრთხილების მიზეზი კერამიკულ ჭურჭელში ტყვიის აღმოჩენაა.

როგორც სააგენტო აცხადებს, 25 ივლისს, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატისევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით, მიიღეს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც პოლონეთის კომპეტენტურმა სამსახურმა ბაზარზე განხორციელებული კონტროლის დროს გამოავლინა ჩინური წარმოების - He Tai Ceramic Manufacturing CO., LTD კერამიკული თეფშებიდან, საკვებთან შეხებაში მყოფი მასალიდან, ტყვიის მიგრაციის ფაქტი (1,5+/-0,4 მგ/დმ2). 

საქართველოში თეფშების Ambition Junior მიმღებ-იმპორტიორად დასახელებულია შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ - სავაჭრო ჰიპერმარკეტი „დომინო“. თეფშების დიამეტრი 19 სმ-ია, მათი რაოდენობა კი 144-ს შეადგენს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, იმპორტიორს თეფშების პარტიის (ნომერი - 281799BB) ამოღება დაევალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]