weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

უკრაინის მოქალაქეზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს

13:50 პარასკევი, 29 ივლისი 2022

უკრაინის მოქალაქე 44 წლის ქალზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს. ის გუშინ ლანჩხუთის კლინიკა „მედალფაში“ შეიყვანეს, მოგვიანებით კი ჰემოდიალიზისთვის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქალის სავარაუდო გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„მედალფას“ დირექტორმა, რევაზ კვერენჩხილაძემ „რეგინფოს“ უთხრა, რომ კლინიკაში უკრაინის მოქალაქე, უგონო მდგომარეობაში, 112-ის ბრიგადამ გუშინ, ლესის ადმინისტრაციული ერთეულიდან მიიყვანა. კვერენჩხილაძე გაუპატიურების ფაქტს არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამის დადგენა კლინიკის კომპეტენცია არ არის.

„შემოიყვანეს 1978 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ქალი. აღენიშნებოდა ძილიანობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ანემია (დაუზუსტებელი), პნევმონია (დაუზუსტებელი). ჰემოდიალიზისთვის გადაყვანილია ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. ჰქონდა ნაკაწრები“, – ამბობს რევაზ კვერენჩხილაძე.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია. „რეგინფომ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვით, დაწყებულია თუ არა გამოძიება. ამ დროისთვის, შსს-ს პრესსამსახურში სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებას არ პასუხობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]