„სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა. მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია, რომელიც ჩამოვარდა, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ეს ამოიყვანეს დაშავებული, ქართველი ვინც იყო. ცოცხალია და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს გადაჰყავთ“, – განაცხადა გუდაურში ჩასულმა გომელაურმა.
შს მინისტრის თქმით, სამუშაოები გრძელდება და ყველაფერს გაკეთდება იმისთვის, რომ გარდაცვლილები დღესვე გადაასვენონ პროზექტურაში.
„მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. ძალიან ძნელია ჩვენთვის, მით უმეტეს, ოჯახებისთვის. 6 ადამიანი იყო ჩენი თანამშრომელი, 2 კი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმი იყო“, – თქვა გომელაურმა.
როგორც მან აღნიშნა, ექსპერტები მუშაობენ იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ვერტმფრენის ჩამოვარდნა.