weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი ავტოავარიაში დაიღუპა

18:02 შაბათი, 30 ივლისი 2022

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე მარტყოფთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ ავტომანქანას, რომლითაც სასულიერო პირი მგზავრობდა, მძღოლი მართავდა.

„შემთხვევის შედეგად დაშავებული სხვა პირები გადაყვანილი არიან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. მწუხარებას გამოთქვამთ ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ სამთავისისა და კასპის ეპარქიას, განსვენებულის სამწყსოს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მეუფე დამიანე (ერისკაცობაში მამუკა/ომარ ხუფენია) 63 წლის იყო. ის ეპისკოპოსად 2013 წელს აკურთხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ქვეყანაში 1121 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 99 ადამიანი დაიღუპა, 1583 კი დაშავდა. მეორე კვარტალში, აპრილიდან ივნისის ჩათვლით, 1451 ავტოავარია აღირიცხა. დაიღუპა 122 ადამიანი, ხოლო 1955 დაშავდა. ავარიების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია: შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, ატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]