როგორც „მთავარი არხის“ კორესპონდენტი ჯეიჰუნ მუჰამედალი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთი მამაკაცი ჭას თხრიდა, როდესაც, სავარაუდოდ, უჰაერობის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო და სახლის მეპატრონეს დაუძახა. მის დასახმარებლად ჭაში ჩასული მამაკაციც დაიღუპა.
ჟურნალისტის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლის დროს ორივე მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.