weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინელების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დასრულდა

18:27 ორშაბათი, 01 აგვისტო 2022

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დასრულდა. დღეიდან, პირველი აგვისტოდან ლტოლვილებს სასტუმროების დატოვება მოუწიათ.

თბილისის მერიაში განაცხადეს, რომ პროგრამა წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა და მხოლოდ დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. მერიაში განმარტავენ, რომ კვლავ ძალაში რჩება დევნილებისთვის არსებული უფასო მუნიციპალური სერვისები - საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა. ამ თანხად ბინის ქირაობა ფაქტობრივად არარეალურია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „გარკვეული ტიპის დახმარებები უსასრულოდ, სამწუხაროდ, ვერ გაგრძელდებოდა“.

„სახელმწიფო ბევრ რამეს აკეთებდა და გააკეთებს მომავალშიც, მათ შორის, შეგახსენებთ, რომ ამ პირებისთვის გაიცემა სათანადო, საკმაოდ სოლიდური კომპენსაციები.

ამას გასცემს როგორც საქართველოს ხელისუფლება, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, თუმცა, გარკვეული ტიპის დახმარებები უსასრულოდ, სამწუხაროდ, ვერ გაგრძელდებოდა რესურსებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ხელისუფლებას გარკვეულ ეტაპზე მოუწია ამ გადაწყვეტილების მიღება.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამ ადამიანებს დაეხმარება სახელმწიფო, გათვალისიწნებულია კონკრეტული კომპენსაციები. არის ოჯახის დახმარება, ემატება სულადობრივი, ემატება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი თანხები და ა.შ.. რა თქმა უნდა, საკმარისი შეიძლება ვერ იყოს, მაგრამ სახელმწიფოს აქვს თავისი მწირი რესურსი და ამ მწირი რესურსის ფარგლებში გამოიყოფა ეს დახმარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, საქართველოში 500 000 სოციალურად დაუცველი პირია და სახელმწიფომ დაბალანსებულად უნდა გადაანაწილოს ის რესურსი, რომელიც მას აქვს.

უცნობია, უკრაინის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს დღეს საქართველოში.

საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, ომის დაწყების შემდეგ, მარტის თვეში საქართველოში უკრაინის 16 669, რუსეთის ფედერაციის 43 152 და ბელარუსის 19 898 მოქალაქე შემოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, აპრილში ქვეყანაში უკრაინის 21 995 მოქალაქე შემოვიდა, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობამ კი 48 797 შეადგინა. მაისში საქართველოს საზღვარი უკრაინის 18 498 და რუსეთის 69 772 მოქალაქემ გადმოკვეთა.

ივნისში უკრაინის 19 585 მოქალაქის შემოსვლაა დაფიქსირებული, მაშინ როცა საზღვარი 135 457 რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა. 2021 წლის ივნისთან შედარებით, 11%-ით შემცირდა უკრაინის იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ. ეს მაჩვენებელი რუსეთის შემთხვევაში 340%-ით გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]