შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 7.13 გრამი ჰეროინის შემცველი 52.82 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.
„ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ა.მ. დაკავებისას ოპიუმის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.