weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საგამოძიებო სამსახური: საბაჟო კონტროლის გარეშე თურქეთში ოქროს ჯართის გატანა სცადეს

11:27 პარასკევი, 05 აგვისტო 2022

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის“ გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ჯართის საბაჟო წესების დარღვევით გატანის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, დადგინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, „კარწახის“ გავლით, შეეცადა, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადაეტანა 133 351 ლარის საბაჟო ღირებულების 871 გრამი ოქროს ჯართი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას გულისხმობს და 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]