weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

15:29 შაბათი, 06 აგვისტო 2022

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა 80 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1942 წელს დაბადებული თ.ბ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი – 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული“, – აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი გალდავა 5 აგვისტოს, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მხარში დაჭრეს. ქირურგიული ოპერაციის შემდგომ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა, გიორგი ნიკოლიშვილმა განაცხადა, რომ დაჭრილი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]