weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ბიზნესმენი ლევან ბიძინაშვილი სიღნაღის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

18:58 ორშაბათი, 08 აგვისტო 2022

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაში ბრალდებული ბიზნესმენი, 34 წლის ლევან ბიძინაშვილი რვათვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე ალექსანდრე ლომიძემ დღეს გამოაცხადა.

პროკურატურას ბიზნესმენისთვის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდებო შეძენას ან შენახვას და ტარებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლევან ბიძინაშვილს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ლევან ბიძინაშვილი 2021 წლის 4 დეკემბერს წნორი-ტიბაანის გზაზე დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ სამართალდამცველებმა მისი ჩხრეკის შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ბიძინაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ იარაღი ჩაუდეს.

ლევან ბიძინაშვილი ციხიდან იწერებოდა, რომ დაპატიმრების რეალური მიზეზი მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული მიწა იყო, რომელიც მაღალჩინოსნების სასარგებლოდ არ დათმო.

„დაახლოებით 1 წელი მიდიოდა ამაზე ლაპარაკი. მომიგზავნეს სუს-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც მითხრა, რომ სიღნაღის პოლიციის უფროსს და მის მეგობრებს კახეთში სჭირდებოდათ 200 ჰექტარი მიწა და მე უნდა გავწეულიყავი იმ 70 ჰექტარიდან, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის და ჩემმა მეუღლემ 49-წლიანი იჯარით, მემკვიდრეობით მიიღო გარდაცვლილი მამისგან. მე უნდა გავჩუმებულიყავი და გავწეულიყავი, რაზეც არ დავთანხმდი, შემომითვალეს, თუ არ გავიწეოდი, დავისჯებოდი და შემოთვლიდან მალევე ეს გამიკეთეს“, - თქვა ლევან ბიძინაშვილმა სასამართლო პროცესზე.

ბიძინაშვილი ამტკიცებდა, რომ მისი დნმ იმ პისტოლეტზე, რომელიც პოლიციელების თქმით, მას უპოვეს, მისი ნერწყვით თავად პოლიციელებმა გადაიტანეს. პოლიციელებს ბიძინაშვილის დაკავება და ჩხრეკა ვიდეოკამერით გადაღებული არ ჰქონიათ.

პროკურატურა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]