weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სააკაშვილი ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს, კლინიკაში 11 კგ დავიკელიო – მეუფე ნიკოლოზი

15:12 ოთხშაბათი, 10 აგვისტო 2022

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) კლინიკა „ვივამედში“ მყოფ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილი „ასეთი გამხდარი არასდროს უნახავს“.

„ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ გეტყვით. რომ შევედი პირველი რაც დავინახე... ნუ, მე ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს. რაც აქ ვარ კლინიკაშიო, 11 კილო მაქვს დაკლებულიო. მე ვუთხარი, რომ სასოწარკვეთილება ახლოს არ უნდა გაიკაროს, იმიტომ, რომ სასოწარკვეთილება არის ეშმაკის“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სასულიერო პირის თქმით, სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია.

„ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება, როგორ გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა.

მე ერთადერთი რაღაც შემიძლია ვთქვა, ჩემს თავზე რაც მაქვს გამოცდილი, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ქვეყნის შიგნით იყოს შესაძლებელი. სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ ასე, თუმცა ქვეყანა ვითარდება. ამის უარყოფაც არ შეიძლება. ვფიქრობ, აუცილებელია მისი საზღვარგარეთ მკურნალობა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. უზენაესი სასამართლოს მიერ ის დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, იგი ბრალდებულია სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე და ასევე, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რაზეც სასამართლოში პროცესები ჯერ არ დასრულებულა.

დაკავების დღიდან მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, რადგან თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, მისი მოთხოვნა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანა იყო, თუმცა 8 ნოემბერს, რუსთავის ციხიდან მოტყუებით გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მოათავსეს. მას შემდეგ ექსპრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტა. დეკემბრის ბოლოს ის კვლავ რუსთავის ციხეში დააბრუნეს.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებდნენ, საკვების არასრულფასოვანი მიღების შედეგად შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მას ლაბორატორიული მონიტორინგი და სხვადასხვა კვლევა უტარდებოდა. ოჯახის წევრები სააკაშვილისთვის სასჯელის მოხდის გადავადებას და მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]