პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს შენობაში გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის სისტემების მოწყობას, ასევე, შენობის შიდა კარ-ფანჯრების შეცვლას.
პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე, რომელსაც გურჯაანის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „ინტექსი“ ასრულებს, 800 ათასი ლარი დაიხარჯება.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია