შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება, რომ ყოფილი ქმარი ქალზე მუდმივად ძალადობდა და ამის გამო ნასამართლევია. მოკლულის ძმის თქმით, მამაკაცის მიმართ პოლიციას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკვლელობა ყოფილი ცოლ-ქმრის მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა.
ამ თემაზე:
ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება