weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ქალი არ ხარ, პირი მოიწმინდე – ჟურნალისტის შეურაცხყოფისთვის კობახიძეს ეთიკის საბჭოში უჩივლეს

17:52 პარასკევი, 12 აგვისტო 2022

ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამების გამოყენების გამო, მედიაომბუდსმენმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, დეპუტატ ირაკლი კობახიძეს პარლამენტის ეთიკის საბჭოში უჩივლა.

მედიაომბუდსმენი ინციდენტის შესწავლას და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ კობახიძემ პარლამენტის რეგლამენტით და პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსით დადგენილი წესები დაარღვია.

25 ივლისს, ირაკლი კობახიძე მედიას კომენტარს აძლევდა, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, ნატალი ჯახუტაშვილმა მიმართა, შეეფასებინა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის, დავით არახამიას განცხადება, რომელმაც კობახიძეს „კაგებეს“ აგენტის შვილი უწოდა.

კობახიძემ ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და სექსისტური ფრაზებით მიმართა:

„კაგებეშნიკი“ არის მამათქვენი. ეს შემიძლია გითხრათ... ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი მართლა, რა. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სირცხვილია! სახე დაკარგე „ნაცმოძრაობის“ გულისთვის, სამარცხვინო. შენ ხარ არახამია. როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი. „ნაცმოძრაობის“ გულისთვის დაკარგე სახე. პოლიტიკა გიღირს ამად? ქალი აღარ ხარ, რა!“.

მეორე დღეს კობახიძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ჟურნალისტის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზები კიდევ ერთხელ გაიმეორა.

მედიაომბუდსმენმა, პარლამენტის ეთიკის საბჭოს გარდა, სახალხო დამცველსაც მიმართა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა მოითხოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]