„მთავარი არხის“ ინფორმაციით, დაღუპული გელა გოგიაა. ტელეკომპანიის ცნობით, ის უკრაინაში წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და თებერვალის ბოლოს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ დონეცკის ოლქში იბრძოდა.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, კრამატორსკის მიმართულებით, კონტაქტური ბრძოლის დროს დაიღუპა“, – განაცხადა უკრაინაში მებრძოლმა რომეო ფარულავამ „მთავარ არხთან“.
გელა გოგიას უახლოესი ნათესავები სამეგრელოში ცხოვრობენ. მის ცხედარს საქართველოში სავარაუდოდ მომავლ კვირაში გადმოასვენებენ.
რაც შეეხებათ დაჭრილ მებრძოლებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უატდებათ.