საკონსულო აღნიშნავს, რომ საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევებს აგვისტოში თითქმის ყოველდღიურად აფიქსირებენ და „როგორც წესი, ქართველი მესაზღვრეების უარი დაუსაბუთებელია და მიზეზები განმარტებული არ არის“.
„რუსეთის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე არ უშვებენ, არიან ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის და ყირიმის რესპუბლიკის მცხოვრებლები, ასევე, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ“, – წერია საკონსულოს მიერ 26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
საკონსულო აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარს ეუბნებიან რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებიც თურქეთში კერძო ავტომობილით ჩავიდნენ.
„ამ შემთხვევაში თურქეთიდან მანქანის გაყვანის ერთადერთი კანონიერი გზა სატრანსპორტო კომპანიის მომსახურება. რუსეთში მანქანის ტრანსპორტირების ფასი 2900 აშშ დოლარიდან იწყება“, – აცხადებს საკონსულო.
რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებენ, გაითვალისწინონ ეს ინფორმაცია, თუ საქართველოსა და თურქეთის გავლით მოგზაურობას დაგეგმავენ.