weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

იმერეთში ორი ადამიანი მოკლეს

19:32 ორშაბათი, 29 აგვისტო 2022

დღეს, 29 აგვისტოს, იმერეთის რეგიონში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. საქმე ეხება ვანისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მომხდარ დანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვანში დაკავებულია 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ერთ-ერთი კვების ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ობიექტის მეპატრონეს - 1982 წელს დაბადებულ დ.ჩ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 2004 წელს დაბადებული ლ.მ.-ია. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ მან სოფელ გელათში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს - 1985 წელს დაბადებულ მ.მ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ორივე საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]