weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა იუსტიციის სამინისტროს დავა უზენაეს სასამართლოში მოუგეს

15:31 ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ დავა უზენაეს სასამართლოში მოიგეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დანაშაულის პრევენციის ცენტრის საკასაციო საჩივარი, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლომ დასაქმებულების გათავისუფლება მიიჩნია უკანონოდ. სამინისტროს დაევალა მათი აღდგენა და გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ანა სუბელიანისა და თამაზ ახობაძის გათავისუფლება 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო. თუმცა სამსახურში აღდგენის ნაწილში მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. გარდა ამისა, სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს მხოლოდ ოთხი თვის განაცდურის ანაზრაურება დააკისრა. ამის შემდეგ, ანა სუბელიანმა და თამაზ ახობაძემ სააპელაციო სასამართლოს მიმართეს და 2017 წელს იუსტიციის სამინისტროს დავა მოუგეს - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ასევე სამსახურში აღდგენა დაეკისრა. იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

ახობაძე და სუბელიანი სამსახურიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. ანა სუბელიანის განცხადებით, მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არაფორმალურად თეა წულუკიანმა მიიღო, ფორმალურად კი რეორგანიზაციის მეშვეობით გააფორმეს.

„2013 წლის ნომბერში ჩვენი ცენტრის დირექტორი გაათავისუფლეს. ჩვენი აზრით ეს იყო უსაფუძვლო გადაწყვეტილება, რაც მე და თამაზ ახობაძემ გავაპროტესტეთ, მათ შორის „ფეისბუქში“. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ წულუკიანმა დაგვიბარა ჩვენ და სხვა თანამშრომლები. მე და ახობაძე მივლინებაში ვიყავით და ვერ მივედით შეხვედრაზე, მაგრამ როგორც გადმოგვცეს, ამობეჭდილი ჰქონდა ჩვენი პოსტები და თანამშრომლების თვალწინ დეტალურად განიხილავდა ჩვენს „ლაიქებს“ და კომენტარებს. გვიწოდებდა „ნაციონალების ძლოკვებს“, „წინა მთავრობის გადმონაშთებს“ „პირსისხლიანი ხელისუფლების დანატოვრებს“. წულუკიანის შეფასებები 5-6-მა ადამიანმა მოისმინა და მათ სასამართლოშიც დაადასტურეს ეს“, - აღნიშნა ანა სუბელიანმა.

მისი თქმით, დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე, რომელიც მანამდე წულუკიანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, მას და თამაზ ახობაძეს იძულებულს ხდიდა, წასვლის თაობაზე განცხადება დაეწერათ, ბოლოს კი სამსახურიდან რეორგანიზაციის გზით გაუშვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]