weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

წელს სტუდენტი 32 100-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა

12:17 სამშაბათი, 30 აგვისტო 2022

2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული 41 000-ზე მეტი აბიტურიენტიდან სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა მოიპოვა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების საბოლოო შედეგები დღეს გამოაქვეყნა.

სახელმწიფო გრანტი 6550-მდე აბიტურიენტა მიიღო. სწავლის 100%-იანი დაფინანსება ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. 70%-იანი გრანტი 1500-მდე, 50%-იანი კი 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე ჩარიცხული 1390-მდე აბიტურიენტიდან 200-ზე მეტი დაფინანსდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტთა პირველი არჩევნის მიხედვით, გასული წლის მსგავსად, ლიდერობს სამართლის, ფსიქოლოგიის და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამები, ასევე, ჰუმანიტარული და ჯანდაცვის მიმართულებები.

აბიტურიენტებს გამოცდების საბოლოო შედეგების ნახვა ვებგვერდზე online.naec.ge შეუძლიათ. მათ შესაბამის ველში პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი უნდა მიუთითონ, სისტემაში შესვლის შემდეგ კი იხილავენ ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება. აბიტურიენტის პირად გვერდზე ასევე მოცემულია ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მომავალ სტუდენტებს შეახსენებს, რომ აუცილებელია უახლოეს დღეებში დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულების გასაფორმებლად.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]