ხანძრის შესახებ ცნობილი დღის მეორე ნახევარში გახდა. ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი და მეხანძრეები ჩართული.
დამწვარი ტყის ფართობი და ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არსებული და მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი ხანძრის გაჩენის ხელშემწყობი პირობაა. სააგენტოს პროგნოზით, შაბათამდე, 3 სექტემბრამდე მთელ ქვეყანაში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურამ დაბლობში, ბარში და მთიანი რეგიონების ცალკეულ რაიონში შესაძლოა 38, 40 გრადუსს მიაღწიოს.
ამ თემაზე:
პრემიერი ხანძრებზე: ვიცით რა ქვეყნის შიგნით ძალების ბუნება, დივერსია გამორიცხული არ არის