weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

გოგაშვილის დაცვის უფროსს ბრალი წარუდგინეს და 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

19:42 სამშაბათი, 30 აგვისტო 2022
ფოტოზე - რამაზ ჩინჩალაძე და ალექსანდრე სამხარაძე ფოტოზე - რამაზ ჩინჩალაძე და ალექსანდრე სამხარაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, პატიმრობაში მყოფი იოსებ გოგაშვილის დაცვის უფროსს, ალექსანდრე სამხარაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ სამხარაძემ და მისმა ადვოკატმა სუს-ის გენერალური ინსპექციიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადეს.

ალექსანდრე სამხარაძეს ედავებიან საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულია. ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილებაში წერია, რომ სამხარაძე „მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას - 9X19 მმ კალიბრის „პარაბელუმის“ 69 ცალ ვაზნას, რაც აღმოჩნდა 2022 წლის 16 ივლისს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას“.

„ცდილობენ, რომ ოჯახს ჩამომაშორონ იმიტომ, რომ ყველამ იცის, 2014 წლიდან 24 საათი ბატონი იოსების და მისი ოჯახის გვერდში ვარ. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოჯახს ჩამომაშორონ და დამაკავონ“, – განაცხადა სამხარაძემ.

სასამართლო ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. როგორც ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, ალექსანდრე სამხარაძის მიმართ პატიმრობის ან გირაოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„მან ნებაყოფლობით ჩააბარა დნმ-ის ნიმუში, არ არსებობს მისი მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე. თუ ეს საკითხები დღის წესრიგში არ დგას, არც პროკურატურამ უნდა მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიება და არც სასამართლოს აქვს უფლება, გამოიყენოს თუნდაც გირაო. ის უნდა დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე“, – ამბობს ადვოკატი.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ალექსანდრე სამხარაძეს წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნობს, მას სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იოსებ გოგაშვილი, რომელიც 2015-2018 წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოდგილის თანამდებობას იკავებდა, 16 ივლისს დააკავეს. პროკურატურა გოგაშვილს ბრალს სდებს, რომ წარსულში მისი სამსახურებრივი მდგომარებისა და კონტაქტების გამოყენებით, მოიპოვა და გაამჟღავნა კონკრეტული მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, რითაც ხელი შეუწყო აღნიშნული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]