weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

წყლის ხშირი ავარიული წყვეტების გამო „რუსთავის წყალი“ 50 000 ლარით დაჯარიმდა

14:39 ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 2022

ქალაქ რუსთავში სასმელი წყლის ხშირი ავარიული წყვეტების გამო რუსთავის წყალმომარაგების კომპანია, შპს „რუსთავის წყალი“ 50 000 ლარით დაჯარიმდა. ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღეს მიიღო.

კომისიაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში „რუსთავის წყლის“ წინააღმდეგ სემეკ-ში მომხმარებელთა მიმართვიანობამ იმატა. 18 აგვისტოს სასმელი წყლის გახშირებულ წყვეტებზე სემეკს განცხადებით რუსთავის მერმაც მიმართა.

სემეკმა მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ წყვეტების სიხშირისა და საშუალოდ ერთ წყვეტაზე გათიშული მომხმარებლების რაოდენობის პარამეტრები გაუარესებულია და არ შეესაბამება კანონით განსაზღვრულ ნორმებს.

„სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის დაჯარიმების შესახებ. ამავდროულად, კომპანიას დაევალა, რომ 19 სექტემბრამდე წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა იმ აუცილებელი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს ქალაქ რუსთავში წყალმომარაგება, უნდა შეამციროს ავარიები და სისტემა გახადოს ქმედითი.

ამით არ სრულდება რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში პრობლემების მოწესრიგება. დაახლოებით 8.5 მილიონი ლარია ინვესტიციის ის მოცულობა, რომელიც მინიმუმ უნდა დაიხარჯოს 2023 წლის ბოლომდე ამ პრობლემების მოსაგვარებლად“, – განაცხადა სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

ნარმანიას თქმით, სემეკ-ის გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა რეკომენდაცია, რომ „მოხდეს თბილისისა და რუსთავის წყლების შერწყმა“. დავით ნარმანიას განმარტებით, ეს კომაპნიია ეფექტიანობას გაზრდის.

შპს „რუსთავის წყლის“ 100%-იან წილს სააქციო საზოგადოება „ჯორჯია გლობალ იუთილითიზ“ ფლობს. ამ სააქციო საზოგადოების საკუთრებაშია შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც“, რომელიც სასმელი წყლით თბილისისა და ქალაქ მცხეთის მოსახლეობას უზრუნველყოფს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]