weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ძამის ხეობაში 6 სახლის და ხეხილის ბაღების დაწვის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

18:03 ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 2022

ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიანთკარში დააკავეს კაცი, რომელსაც ბრალი ექვსი საცხოვრებელი სახლისა და ხეხილის ბაღების დაწვაში ედება. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ნარჩენების განადგურების მიზნით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი დაანთო და მიუხედავად იმისა, რომ თანასოფლელებმა ხანძრის გაჩენის გამო მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე გააფრთხილეს და ცეცხლის ჩაქრობა სთხოვეს, ცეცხლი არ ჩააქრო და დასახმარებლად მისული მეზობლები სახლიდან გაყარა.

„ცეცხლი ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა, რის შედეგადაც დაიწვა სოფელ ელბაქიანთკარში მდებარე 300 000 ლარის ღირებულების ექვსი სახლი, დამხმარე სათავსოები და ხეხილის ბაღები“, – აცხადებს პროკურატურა.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის განადგურებას. დანაშაული ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხანძარი ელბაქიანთკარში – შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვიდეო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]