weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

სვანეთში ტყის ხანძრების ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

16:56 შაბათი, 03 სექტემბერი 2022

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში ტყე ისევ იწვის. მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ხანძარი ლატალსა და იელში, მთიან და სპეცტექნიკისთვის მიუდგომელ ადგილებშია. ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენია ჩართული.

კაპიტონ ჟორჟოლიანის თქმით, წუხელ ჭექა-ქუხილი იყო და ხანძარი მეხის დაცემის შედეგად გაჩნდა.

„ცეცხლის კერებს ტექნიკა ვერანაირად ვერ უდგება. ცოტა ხნის წინ სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო და მიმდინარეობს ჩაქრობის ოპერაცია. გარდა ამისა, გასულია ადგილობრივი მოსახლეობა და ზუგდიდიდან ამოსულია საგანგებო სიტუაციების სამსახური. მდინარეში ავზებს ვაკეთებთ, რომ ვერტმფრენს წყალი შორიდან არ ჰქონდეს საზიდი“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

სვანეთის გარდა ხანძარია კახეთში, სადაც მესამე დღეა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მიმდებარე ტყე იწვის. ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, მეხანძრეები, ჯარი, სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და ადგილობრივები არიან ჩართული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარეობს გზების მიყვანა ცეცხლის კერებამდე. რთულად მისადგომ რელიეფთან ერთად ხანძრის ქრობის პროცესს ხელს ჰაერის მაღალი ტემპერატურაც უშლის.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან, 4 სექტემბრიდან ქვეყანაში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]