weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

კახეთის გუბერნატორი გიორგი ალადაშვილი თელავში რთველის შტაბში სამუშაო პროცესს გაეცნო

12:14 ორშაბათი, 05 სექტემბერი 2022

დღეს, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი თელავში, რთველის შტაბში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლასთან ერთად, სამუშაო შეხვედრას დაესწრო და დასაქმებულ ახალგაზრდებს შეხვდა.

„24 აგვისტოდან რთველის საკოორდინაციო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. „რთველი 2022“- ის წარმატებით ჩატარების მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში კოორდინაციაში ვიმყოფები რთველის შტაბთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობასთან. მსურს, წარმატებები ვუსურვო რთველის შტაბში დასაქმებულ ახალგაზრდებს, რადგან კახეთის რეგიონი, მევენახეობა-მეღვინეობის მხარეა და სასიამოვნოა, როდესაც ახალგაზრდა თაობის მხრიდან მზაობა და დაინტერესება ასეთი მაღალია ამ დარგის მიმართ. ჩემი ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი კახეთში „რთველი 2022“-ის წარმატებით ჩატარება გახლავთ, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ყურძენზე სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან წელსაც განხორციელდება, აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესში. წელს, კახეთში რთველი უნდა ჩატარდეს სტაბილურად და არცერთი კილოგრამი ყურძენი არ უნდა დარჩეს ჩაუბარებელი,“ - აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

რთველის პერიოდში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში მცხოვრები 150-მდე ადგილობრივი ახალგაზრდა ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმა.

ახალგაზრდები, ოპერატორის პოზიციაზე დასასაქმებლად, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ჩატარებული გასაუბრების შედეგად შეირჩნენ. შერჩეულ კანდიდატებს, ტრენინგები რთველის საკოორდინაციო შტაბში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა ჩაუტარეს.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]