სასიხარულოა, რომ წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში განახლდა. სოფელ ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის შენობა, რეაბილიტაციის მიზნით დაიხურა და მოსწავლეებმა სასწავლო წელი ალტერნატიულ ფართში - სოფელ კალაურის საჯარო სკოლის შენობაში დაიწყეს.
„კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ვუსურვებ წარმატებებს და წინსვლას ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩემი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ კომფორტულ გარემოში შეძლონ სრულფასოვანი განათლების მიღება,“ - განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში სწავლა 625 პირველკლასელმა დაიწყო.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია