საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალი სკოლის მშენებლობა დაასრულა, რომელიც დღეს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ქვემო მაჩხაანის ახალი საჯარო სკოლის საზეიმოდ გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს - კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.
„კახეთის რეგიონს კიდევ ერთი, ახლად აშენებული საჯარო სკოლა შეემატა. დღეს, სწავლის დაწყება კახეთში, სოფელ ქვემო მაჩხაანში ამ ულამაზესი, განსაკუთრებული არქიტექტურის ახალი სკოლის გახსნით აღვნიშნეთ. თანამედროვე სკოლის შენობა გათვლილია 90 მოსწავლეზე, ვულოცავ პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალ, კომფორტულ გარემოში სასწავლო წლის დაწყებას. განათლება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, პრემიერის ინიციატივით დაგეგმილია მასშტაბური პროექტი, რაც გულისხმობს ქვეყნაში 800 საჯარო სკოლის მშენებლობა - რეაბილიტაციას," - განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა და მასზე 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სკოლაში 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1ლაბორატორია მოეწყო. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია